"გვპირდებოდნენ 9,5 ევროს, გვაძლევენ 3 ევროს საათში" - გერმანიაში სამუშაოდ წასული ქართველები
გერმანიაში დასაქმების პროგრამით ჩასული ქართველები ამბობენ, რომ მოატყუეს.
ისინი ყურადღებას ითხოვენ. ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.
დასაქმებულების განცხადებით, შესასრულებელი სამუშაო და ანაზღაურება კონტრაქტით გათვალისწინებულისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა.
დასაქმებულები კვების პრობლემასა და არასათანადო საცხოვრებელ პირობებზეც საუბრობენ.
"არ ხდება ისე, როგორც კონტრაქტში გვეწერა. რასაც ველოდი, 100%-დან 2%-ია. პირადად, მოტყუებული ვარ. კონტრაქტით გვპირდებოდნენ 9,5 ევროს საათში და კვირაში 6 სამუშაო დღე. აქ ჩამოსვლისას, დაგვხვდა რეალობა, რომ გვაძლევენ 3 ევროს საათში", - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
