კახი კავსაძე გარდაიცვალა
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს და მსახიობის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, გენიალური ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს", - წერს რუსთაველის თეატრი.
კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.
კახი კავსაძე 1935 წლის 5 ივნისს დაიბადა. მან 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).
აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი ( „ღვთაებრივი კომედია“ ), თავადი კოწია ( „გუშინდელნი“ ), დევდარიანი ( „საბრალდებო დასკვნა“ ), ილიკო ( „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ), სიმონ ჩაჩავა ( „კავკასიური ცარცის წრე“ ), ლორდ ჰასტინგსი ( „რიჩარდ III“ ), კენტი ( „მეფე ლირი“ ), რასპუტინი ( „კვაჭი კვაჭანტირაძე“ ), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“).
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"
