"ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია" - ბიძინა კულუმბეგოვი
"დადგა დრო ჩვენი ახლანდელი და წინა ხელისუფლების წინასაარჩევნო მოსყიდვის გამოცდილება გაერთიანდეს და ვაქცინაციის წარმატებით განხორციელებაში მაინც გამოვიყენოთ.
მერწმუნეთ ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია", - ამის შესახებ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.
მისი თქმით, მოსახლეობის წახალისების მიზნით სხვადასხვა სოციალური პაკეტი შეიძლება შემუშავდეს.
“ჩინეთის მიზანია აცრას მოსახლეობის 40% (520 მილიონი ადამიანი) ივნისის ბოლომდე და 64% (780 მილიონი ადამიანი) წლის ბოლომდე. უფასო ქათმის ფრთები, უფასო კვერცხები, სუპერმარკეტების ვაუჩერები და ფულადი პრიზები – ეს არის სტიმული, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესი იყენებს, რათა დაარწმუნონ მოსახლეობა ვაქცინაციის ჩატარებაში", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
