დაწესდება თუ არა აღდგომის დღესასწაულზე დამატებითი შეზღუდვები
"ძალიან გვინდა, რომ ყველაზე დიდი დღესასწაული, აღდგომის დღესასწაული ჩატარდეს მშვიდად და არ დაგვჭირდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის საშიშროებაა და შესაძლებელია, სააღდგომო პერიოდში დამატებითი შეზღუდვების დაწესება გახდეს საჭირო.
„საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ მდგომარეობა სერიოზულია და ყოველდღიურად 8-10 გარდაცვალებაა კოვიდით გამოწვეული, ინფიცირებულთა მაჩვენებელი კი იზრდება.
დისტანციის დაცვა, პირბადის გამოყენება, სანიტარული პირობების დაცვა და თავშეყრებისგან თავის არიდება – ეს რჩება მთავარ რეკომენდაციებად“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
