ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა გადაიდო
ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა გადაიდო.
ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიასთან შეთანხმებით პროექტის განხორციელება შეჩერებულია უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი.
"კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ხელისუფლება მზადაა თითოეულ კვლევაზე ისაუბროს.
"ვიდრე არ გვექნება სრული გარანტიები და ეს გარანტიები არ იქნება ცნობილი მოსახლეობისთვის, ვიდრე არ დავარწმუნებთ მათაც, რომ „ნამახვანი ჰესის“ კაშხალი არის რეალურად უსაფრთხო, რაშიც ჩვენ ვართ დარწმუნებულები, მაგრამ გვინდა, რომ მეტი ნდობა შეიქმნას მოსახლეობაში, მანამდე, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
