"გამაღიზიანა, რომ ბავშვისთვის დამერტყა და გადაეღო" - რას ჰყვება დედა, რომელსაც შვილებთან მიახლოება აეკრძალა
ქალი, რომელსაც შვილზე ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, აცხადებს, რომ შვილზე მხოლოდ ერთხელ იძალადა და ეს შემთხვევაც პროვოცირებული იყო.
ხათუნა ობოლაძის მტკიცებით, მისი მეგობარი, რომელმაც ძალადობის ამსახველი ვიდეო გადაიღო და ჟურნალისტებს გადასცა, "მიგზავნილი" იყო.
"გამაღიზიანა სპეციალურად, რომ მე ბავშვისთვის დამერტყა, რომ გადაეღო ეს ყველაფერი და გადმოეგზავნა მამისთვის... კი პირველი შემთხვევა იყო. ერთხელ იყო იმიტომ, რომ დღეს ჟურნალისტებმა მეზობლები დაკითხეს, მთელი კორპუსი. სამსართულიან კორპუსში ვცხოვრობ და დადასტურეს ის, რომ სახლს ძალიან თხელი კარები აქვს და ელემენტარული ყვირილის ხმაც კი არ გადიოდა, მაგას ჩვენც არ ვაპატიებდით, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის ქალი მოგზავნილი იყოო", - ამბობს ხათუნა ობოლაძე
ხაშურის სასამართლომ 6 შვილის დედას, ბავშვებთან მიახლოება ერთი თვით აუკრძალა. მცირეწლოვნები ახლა სოციალური სამსახურის მზრუნველობისა და ყურადღების ქვეშ არიან.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
