12 წლის ქართველი გოგოს ავსტრიიდან დეპორტაციას ზალკალიანის უწყება ეხმაურება
ავსტრიიდან ქართველი სკოლის მოსწავლისა და მისი ოჯახის დეპორტაციის საკითხს, რომელსაც ავსტრიაში მწვავე დისკუსია და საპროტესტო აქციების კი მოჰყვა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
დავით ზალკალიანის განცხადებით, როდესაც საქმე ეხება უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების პროცედურას, საქართველო მოკლებულია შესაძლებლობას, ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს საკუთარ მოქალაქეს ან რაიმე ზეგავლენა იქონიოს თავად პროცესზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე მის ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერ მოთხოვნებს.
"აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ჰქონდა კომუნიკაცია თავის ავსტრიელ კოლეგასთან, სადაც ჩვენ გამო ვთქვით მზაობა რომ ვითანამშრომლოთ, როგორც აღნიშნულ, ასევე მსგავს საკითხებზე. ბუნებრივია ვწუხვართ იმის გამო, რომ აღნიშნულ ოჯახს, განსაკუთრებით კი მცირეწლოვან ბავშვებმა ავსტრიის დატოვება, მადლობელი ვართ ავსტრიული მხარის მიერ გამოხატული მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. რა თქმა უნდა სამწუხაროა, როდესაც საქმე ეხება მცირეწლოვანი ბავშვების რეადმისიას, მაგრამ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე მის ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერ მოთხოვნებს. ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება, დააკმაყოფილოს თუ არა პირის თხოვნა თავშესაფრის მიღებაზე. საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში ვიყავით მთელი იმ პროცესის, თუ სამართლებრივი დავის შესახებ, რასაც წლების განმავლობაში აწარმოებდა აღნიშნული ოჯახი ავსტრიაში თავშესაფრის მიღების თხოვნით. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების პროცედურას, საქართველო მოკლებულია შესაძლებლობას ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს საკუთარ მოქალაქეს ან რაიმე ზეგავლენა იქონიოს თავად პროცესზე.
ბუნებრივია ამ პროცესში ჩვენთვის უმთავრესია დაცული იქნას ბავშვის უფლებები, რაზეც გვქონდა კომუნიკაცია ავსტრიულ მხარესთან,"- აცხადებენ უწყებაში.
სიახლეები
- დაცული ტერიტორიების სააგენტოს 8 თვის მონაცემებით, ყველაზე მონახულებადი 5 დაცული ტერიტორიაა: მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი
- კახა კალაძე გედევან ფოფხაძეზე: “ის ყველაფრის მკადრებელი ადამიანია – გერმანიის ელჩისგან რა განცხადებას ელოდებით, ჩვეულებრივი რადიკალია”
- სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
- “ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი – მათი დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად” - შსს
- “როგორი ტრაგიკული პიროვნებაც იყო სერგო ორჯონიკიძე, ისეთივე ტრაგიკული პიროვნებები არიან თინა ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი, ორი ჩვეულებრივი მოღალატე” - ირაკლი კობახიძე