“არ მგონია ჩხარტიშვილს “რუსთავი 2”-ის შეძენის დიდი სურვილი ჰქონდეს” - ზურაბიშვილი ტელე-მედიაში შესაძლო ახალ გადანაწილებაზე
“ტელევიზიები დიდად მომგებიანი არ არის ბიზნესის თვალსაზრისით და არ მგონია, რომ ჩხარტიშვილს ან სხვა ბიზნესმენს ტელევიზიების შეძენის დიდი სურვილი ჰქონდეთ.
ალბათ თავად ბიძინა ივანიშვილი აპირებს რაღაცეების გადალაგებას”, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას სატელევიზიო სივრცეში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “არ მგონია ჩხარტიშვილს “რუსთავი 2”-ის შეძენის დიდი სურვილი ჰქონდეს” - ზურაბიშვილი ტელე-მედიაში შესაძლო ახალ გადანაწილებაზე.
“მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, დიდი გადანაწილება მოხდება სატელევიზიო სივრცეში - ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ყიდულობს და ასევე ცვლილებები იგეგმება საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტელეკომპანია „იმედში“. “იმედის” მმართველი რგოლი ტელეკომპანიის მფლობელის ირაკლი რუხაძის გუნდით დაკომპლექტდება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ტელევიზიები დიდად მომგებიანი არ არის ბიზნესის თვალსაზრისით და არ მგონია, რომ ჩხარტიშვილს ან სხვა ბიზნესმენს დიდი სურვილი ჰქონდეთ ტელევიზიების შეძენის. ალბათ თავად ბიძინა ივანიშვილი აპირებს რაღაცეების გადალაგებას. ეს ტელევიზიები ისედაც მისია და ახლა ჩხარტიშვილი იქნება თუ ჩიბურდანიძე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. “იმედი” და “პოსტივი” ისედაც სახელისუფლებო არხია. “რუსთავი 2” და საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობენ შეინარჩუნონ ნეიტრალობა, მაგრამ ესეც ბიძინას ნებარვთი კეთდება. პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს და ჰქონდეს ძალაუფლება - ეს ბიძინას სტილია. ამიტომ ძნელად დასაჯერებელია, რომ ის საერთოდ წავიდა. ძალიანაც რომ უნდოდეს, როგორ უნდა წავიდეს, როცა მთელი სისტემა მის უზენაესობაზეა აგებული?! ყველაფერი მაინც სოლოლაკში გადაწყდება. კონფლიქტი რომ მოხდება, საქმე ვინ უნდა გაარჩიოს?”, - მიიჩნევს გამოცემია კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
