გარდაიცვალა ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე
87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
ჯულიეტა ვაშაყმაძე საქართველოს პირველ არხზე ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა, ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.
2013 წლის 30 დეკემბერს, ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს, მათ შორის, ჯულიეტა ვაშაყმაძეს.
ჯულიეტა ვაშაყმაძე გადაღებულია არაერთ ფილმში. მათ შორის: „ყვავილი თოვლზე“, „პაპა გიგია“, „თოჯინები იცინიან“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“.
სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე
