"საბავშვო ბაღების მოსწავლეებმა მერიისგან მატლებით სავსე ჩაი მიიღეს "
საბავშვო ბაღების მოსწავლეებმა მერიისგან მატლებით სავსე ჩაი მიიღეს - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს და სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს.
"ნაცვლად იმისა, რომ ქამრებს თავად იჭერდნენ ბიუროკრატები, 5 მილიონით ზრდის ხელფასებს, მაგრამ ბავშვების კვებას რაც ეხება, იქ შეიძლება ჩაი მატლიანი იყოს", - აცხადებს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, პროდუქტები პანდემიის გამო ბავშვებს სახლებში ურიგდებათ. თბილისში 210-ე ბაგა-ბაღის მოსწავლეებისთვის გაგზავნილ ჩაიში მატლები მშობლებმაც იპოვეს.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
