საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2026 წლის 28 აპრილის წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს.
უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
,,ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია – ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ – არის, რომ მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ მამა შალვა კეკელიამ განუცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს.
28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თომას კვირას, კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.
