ქუთაისის მერმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ქუთაისში , კრილოვის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „დაგი+“ ასრულებს. კრილოვის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 272 ათასი ლარი დაიხარჯება. დასასრულს უახლოვდება ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერის მოწყობა. სკვერისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გაშენდება მწვანე ნარგავები, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, შესაბამისი განათების სისტემა. დაიდგმება ძელსკამები. სამუშაოებს ასრულებს შპს „ნიუ სთაილი“ და მისი ღირებულებაა 485 113 ლარი.
„ჩვენ უკვე აქტიურად დავიწყეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქის მასშტაბით. ამ ეტაპზე რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია. სამუშაოებია კრილოვის ქუჩაზე, სულხან საბას გამზირზე და მალე დაიწყება კიდევ ორი ქუჩის რეაბილიტაცია. ტენდერია გამოცხადებული 8 სკვერის და შიდა კვარტალური გზების მოწყობაზე. ასევე, გარემონტდება 3 მუსიკალური სასწავლებელი და 1 სახელოვნებო სკოლა. მიმდინარე წელს ქალაქში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ჩვენი ქალაქის იერსახეზე," - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
