"ველოდებით 4 პირველიერარქს, წესის აგებას უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი" - მეუფე ნიკოლოზი
,,ხვალ, ტაძარში შევლა იქნება შეუძლებელი, რადგან დელეგაციები ჩამოდის უამრავი, იმათ ხომ არ დავტოვებთ გარეთ? - უნდა შემოვიყვანოთ.
ეზოში ალბათ იქნება საშუალება, თუმცა ეზოც ვერ დაიტევს ყველა მსურველს და მადლობა ღმერთს, რომ ასეა.
ეს პროცესია რამხელა იქნება არ ვიცი, მაგრამ სიონის ტაძარში შევლა დაკრძალვის დროს იქნება სრულებით წარმოუდგენელი.
ვფიქრობ, რომ დაიკრძალება, მერე რამდენ ხანს გაგრძელდება ეს უდიდესი ნაკადი და როგორ შეცვლის ეს ტაძრის მსახურებას, ქალაქის ტრანსპორტის მოძრაობას, არვიცი ალბათ სულ გადაკეტილი იქნება.
ხალხი ალბათ გააგრძელებს მოსვლას, საათები მოუწევს დგომა რიგში, რომ სიონში შევიდეს და მის საფლავს ემთხვიოს”, - ააცხადებსს მედიასთან საუბარში მეუფე ნიკოლოზი.
მისივე თქმით, დაკრძალვის დღეს საქართველოში 4 პირველიერარქს ელოდებიან.
,,11 საათზე ჩამოფრინდება მსოფლიო პატრიაქრი თვითმფრინავით, 12 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი.
წირვაში მონაწილეობას მიიღებენ მარტო მოსაყდრე მეუფე შიო და სინოდის წევრები.
12 მღვდელი იქნება და 7 დიაკონი, ისინიც ვინც ამ ტაძარში მსახურობენ, დანარჩენები მღვდლებიც თუ მოხვდებიან ტაძარში, მხოლოდ სპეციალური საშვებით.
დელეგაციებს ველოდებით ყველა მხრიდან, მაგრამ წარმოდგენილი იქნება 4 პირველიერარქი, მსოფლიო პატრიარქი და კიდევ სამი პირველიერარქი”, - არნიშნავს სასულიერო პირი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
