რელიგიის საკითხთა სააგენტო ყველა მუსლიმს ყურბან ბაირამს ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მუსლიმს ყურბან ბაირამს ულოცავს.
როგორც „ინტრეპრენიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, დღეს, სრულიად მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან ბაირამს (იდ ალ-ადჰა) ზეიმობს.
დღესასწაული სამი-ოთხი დღე გრძელდება და ამ პერიოდში მორწმუნის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება ღვთის სიყვარულისა და მორჩილების გამოსახატად მსხვერპლის შეწირვაა. მუსლიმურ ტრადიციაში ეს დღესასწაული აახლოებს ადამიანს ღმერთთან, ხოლო ცხოველის რიტუალური შეწირვა (რომელსაც ურიგებენ ღარიბ-ღატაკებს) გულისხმობს სულიერ მიმართვას ღმერთისადმი.
ზეიმის დროს მუსლიმები ასრულებენ სრულ განბანვას და იცვამენ სადღესასწაულო ტანსაცმელს. ამ დროს მეჩეთებში სრულდება სადღესასწაულო ლოცვა, რომლის შემდეგ კითხულობენ ქადაგებას. მუსლიმები ამზადებენ საზეიმო სუფრას, უმასპინძლდებიან ახლობლებს, სტუმრობენ ნათესავებს, მოინახულებენ გარდაცვლილთა საფლავებს და სხვ.
იდ ალ-ადჰა არის ისლამის ერთ-ერთი საფუძვლის - ჰაჯის (წმინდა ადგილების მომლოცველობა) შესრულების კულმინაცია მექაში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს ამ დღესასწაულს და უსურვებს წარმატებებს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
