მდინარე იორდანესთან საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება
მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.
„თქვენო უწმინდესობა, წმინდა სინოდის წევრებო, მოსახლეობა, ყველას გილოცავთ ნათლისღებას, ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ჩვენ მოსახლეობას ვაცნობო ფრიად სასიხარულო ამბავი, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ. მისი უდიდებულესობა იორდანიის მეფის აბდულა მეორისა და მისი უმაღლესობა პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. 300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე.
ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა, შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი პატრიარქის, მისი უწმინდესობის ჩართულობა მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი, ერისა და ბერის ასეთი ერთიანობა, ყოველთვის არის და იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უმთავრესი წინაპირობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
