ჩვენი გულები დაიპყრო სიძულვილმა და შურისძიების სურვილმა - მეუფე გრიგოლი
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას თქვა, რომ საზოგადოების გულები ურთიერთ სიძულვილს, აუტანლობასა და შურისძიების წყურვილს აქვს დაპყრობილი.
მისი თქმით, ბოროტი სული ჩინიანისთვისაც და უჩინოსთვისაც ერთნაირი განსაცდელია.
"ღმერთი სიყვარული არს, ეს არის ის საოცარი რამ, რომელიც სასწაულებს ახდნს და სწორედ იმ დიდი სასწუალის შედეგად რასაც სიყვარული ჰქვია, ადამიანები ახერხებდნენ დაეძლიათ ის სისასტიკე, მძულვარება, რომელიც მოძალადის მიმართ გიჩნდება ადამიანს.
უნდა ვაღიართო, რომ დღეს ფაქტირუად ჩვენი გულები დაპყორბილი აქვს ურთიერთ სიძულვილს, მიუღებლობას და აუტანლობას, შურისძიების წყურვილს, რა ჰქვია ამას, ამას ჰქვია შეპყრობილობა? მე შემიძლია ასეთი შეფასება მივცე, რომ ქრისტე უარყოფილი გყვავს, განდევნილი გვყავს. მე ვარ რჯულმდებელიც და კანონმდებელიც, ამას ქრისტიანობასთან საერთო არ აქვს.
როგორც კი ადამიანი ბოროტებასთან ბრძოლას იწყებს, ძალიან ხშირად, მას ემსგავსება, რასაც უპირისპირდები და ომს უცხადებ, მას ემსგავსები. ბოროტი სული ყველასთვის განსაცდელია, ჩინიანისთვის და უჩინოსთვის, მაგრამ ეს შინაგანი შეპყრობილობა ბევრად უფრო საშიში ხდება, არა მარტო ამ ადამიანისთვის, მთელი საზოგადოებებისთვისაც კი, თუ ამ ადამიანის უფლებამოსილება ვრცელდება დიდ მასებზე", - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც საღი აზროვნების და განსჯის უნარს კარგავს, ადამიანურ სახესაც კარგავს.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
