გელათის ტაძარს ბოქლომი დაედო
გელათის ღვთისმშობლის მიძინების სახელობოს ტაძარი მომლოცველებისა და ვიზიტორთათვის კვლავ დაკეტილია.
რამდენიმე დღეა ტაძარში არც წირვა-ლოცვა ტარდება და ვერც მნახველები შედიან.
სამონასტრო კომპლექსის დაცვის თანამშრომლების ინფორმაციით, ტაძრის დაკეტვის მიზეზი რეაბილიტაცია გახდა, თუმცა ამ დროისთვის ტაძარში სამუშაოები არ მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაძრის ფრესკების ფრაგმენტები ისევ ცვივა და დაკეტვაც არსებულ მძიმე სიტუაციას უკავშირდება.
გელათის ტაძრის წინამძღვრის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ტაძარს საფრთხე აღარ ემუქრება.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
