"ქუდზე კაცი უნდა გავიდეს, არ მისცეს უფლება იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა დაატეხონ თავზე"
ქუდზე კაცი უნდა გავიდეს, დადგეს იქ, არ მისცეს უფლება იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა და განადგურება დაატეხონ თავზე, - ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით მეუფე სპირიდონმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე სპირიდონი მოქალაქეებს მოუწოდებს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გავიდნენ.
„სოდომისტებს და ნამუსგარეცხილ ხალხს ავყვეთ? ეს გვინდა, საქართველო გავანადგუროთ? ამიტომ ყოველი კაცი, ქუდზე კაცი გავიდეს, დადგეს იქ, არ მისცეს იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა და განადგურება დაატეხონ თავზე. როგორც რიგითი ქართველი, ყველას მოგიწოდებთ, რომ გახვიდეთ, დადგეთ იქ და ამ გარყვნილებას არ მისცეთ ადგილი საქართველოში, ამ საშინელ გათახსირებას, რომელიც ღვთის რისხვის გამომწვევია და საქართველოს გამანადგურებელი, ამას არ მისცეთ ადგილი,“-განაცხადა მეუფე სპირიდონმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
