"უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი" - რას გეგმავს საპატრიარქო
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის ტერიტორიაზე რამდენიმე მცირე შენობა აშენდება, სადაც ბავშვები გადანაწილდებიან.
მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად, პროცესი უკვე დაწყებულია.
"გარკვეულმა ვნებათაღელვამ, კარჩაკეტილობამ გამოიწვია ის რომ, ეს საკითხი მძაფრად დადგა. გუშინდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ კიდევ ერთხელ გვეთქვა, რომ უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი და ვგეგმავთ, რომ ნინოწმინდის პანსიონის ტერიტორიაზე ეს პროექტი განხორციელდეს. რამდენიმე მცირე ზომის პანსიონში გადანაწილდებიან ბავშვები და საპატრიარქოს ზედამხედველობის ქვეშ შეძლებენ ამ პანსიონით სარგებლობას", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ "ქრონიკის" ეთერში.
მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ ნინოწმინდის პანსიონში ვითარება განიმუხტოს.
"იქ სოციალური მუშაკები დღემდე მუშაობენ და ბავშვები მათი დაკვირვების ქვეშ არიან. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც განაცხადა, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს", - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
