"შევიყვანთ პანსიონში, ოღონდ უნდა შევთანხმდეთ, რა კითხვებს დასვამს" - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ სახალხო დამცველს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გარკვეული პირობებით შეუშვებენ.
მეუფის განმარტებით, დაწესებულებაში შესვლამდე ნინო ლომჯარიამ ბავშვებისთვის დასასმელი კითხვები მათთან წინასწარ უნდა შეათანხმოს.
"რაც შეეხება თვითონ ომბუდსმენს, ჩამობრძანდეს, შევხვდეთ წინასწარ, შევთანხმდეთ რაღაც წესებზე და შემდეგ შევიდეთ ერთად. ჯერ შევიდეთ ისე, კამერების გარეშე, მერე გამობრძანდეს ომბუდსმენი, თვითონ მოითხოვოს ეს კამერები და შევიდეთ კამერებთან ერთად. ეს არის შემოთავაზება. აუცილებლად შევიყვანთ შიგნით, ოღონდ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. წინასწარ უნდა გავიაროთ ომბუდსმენთან, როგორ მოხდება, რა შეკითხვებს დაუსვამს ბავშვებს.
იმიტომ რომ მის მიმართ არის ეჭვი, რომ ამორალურ შეკითხვებს უსვამს ბავშვებს", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
