საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
"კეთდება გარკვეული მოწოდებები 9 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით, სადაც გაჟღერდა დავით გარეჯის თემაც" - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საპატრიარქო განმარტავს, რომ აღნიშნულ ორ საკითხს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.
"ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის. მით უმეტეს, დავითგარეჯასთან რაიმე პოლიტიკური მიმართულების დაკავშირება.
ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით მეზობელ აზერბაიჯანთან პრობლემის ისტორიული, იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით სამართლიანობის პრინციპით გადაწყვეტას" - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
