რომის პაპმა, ისტორიაში პირველად, სინოდის მდივნად ქალი დანიშნა
რომის პაპმა, პირველად ისტორიაში, ეპისკოპოსთა სინოდის მდივნად ქალი დანიშნა.
ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, ნატალი ბისქარტი წარმოშობით საფრანგეთიდან არის. იგი პონტიფეს მრჩეველი იქნება და სინოდთან ერთად კათოლიკურ ეკლესიაში ყველაზე საკამათო საკითხებს განიხილავს.
ბისქარტი სინოდთან 2019 წლიდან თანამშრომლობს, როგორც კონსულტანტი.
სინოდის გენერალურმა მდივანმა, კარდინალმა მარიო გრეჩმა განაცხადა, რომ ბისქარტის დანიშვნამ ვატიკანისათვის "ახალი კარი" გახსნა. მან აღნიშნა, რომ პაპის ეს გადაწყვეტილება მოწმობს მის სურვილს, ეკლესიის საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობა გაიზარდოს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
