9 წლის წინ გადახურულ ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის
ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე აკეთებს.
ანთიძის თქმით, ტაძარში წყლის ჩადინების ბევრი კერა გაჩნდა.
“მოვინახულე ბაგრატის ტაძარი. ძვირადღირებული სპილენძის გადახურვის მიუხედავად, რომელიც წესით მყარი გარანტია უნდა იყოს წყლის შეკავების, რადიკალურად სხვა ვითარება მივიღეთ. 9 წლის წინ გადახურულ ტაძარში ჩემდა სამწუხაროდ, წყლის ჩადინების ძალზე ბევრი კერა გაჩნდა. წელს დავიწყებთ კვლევას და გამოსასწორებელი ღონისძიებების დაგეგმვას,”-ამბობს ანთიძე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
