ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა, ხოლო სამი გამოჯანმრთელდა.
სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ხელვაჩაურში სოფელ ჯოჭოში ჩამოწოლილ მეწყერის ქვეშ დაახლოებით ხუთი ადამიანი არის მოყოლილი.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში დამატებით მიემართებიან სამაშველო ჯგუფები.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა და მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.
ქუთაისში, იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე შეხვდა.
