ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში სავარაუდოდ 5 ადამიანია მოყოლილი
ხელვაჩაურში სოფელ ჯოჭოში ჩამოწოლილ მეწყერის ქვეშ დაახლოებით ხუთი ადამიანი არის მოყოლილი.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დამეწყრილ საცხოვრებელ სახლში ოჯახის ყველა წევრი, 3 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.
ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერი სახლთან მიმავალ გზაზე ავტომობილსაც დაეცა, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა.
"მიწის დიდი მასა ჩამოწვა, სახლში ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა, ასევე სამანაქანე გზაზე მოძრავი მანქანა იმყოფებოდა, რომელიც მეწყერში მოყვა. ავტომობილში 2 პირი იმყოფებოდა.
სულ 5 ადამიანი არის მოყოლილი", - აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილზე სამაშველო სამსახურები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
