იგეგმება თუ არა შეზღუდვების ამოქმედება იმერეთში?!
ქუთაისში, იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე შეხვდა.
მხარეებმა რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება, ლაბორატორიებში და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.
საუბარი შეეხო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს. მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინა, რა გამოწვევების წინაშე არიან იმერეთის რეგიონში კოვიდინფექციის მართვაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები და ლაბორატორიები.
მინისტრის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად. ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და ამ დროისთვის არანაირი შეზღუდვები არ იგეგმება.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმერეთის რეგიონში სულ 700-მდე საწოლი და 2 ონლაინ კლინიკაა მობილიზებული. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
