იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკო.
8 თებერვალი წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.
ქუთაისთან დამონტაჟებული თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი ამოქმედდა. ფინური წარმოების დანადგარი დასავლეთ საქართველოს სრულად მოიცავს და მეტეოროლოგებს სხვადასხვა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობით უზრეუნველყოფს.
30 იანვარს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ეგიდით, გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობას. ქალაქში იმოძრავებს მუნიციპალური ავტობუსებიც.
