14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) განხორციელების შესახებ, მერებთან ვიდეოკონფერენციის დროს ისაუბრა.
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე ფერდობიდან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან, ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის ამ ეტაპზე 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
უხვი ნალექის გამო განსაკუთრებული პრობლემები შეექმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშის მოსახლეობას, ასევე წყალტუბოსა და ხარაგაულს, სადაც მდინარე ძირულამ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა და ბორითის თემში დროებითი ხიდი წაიღო.
იმერეთში უხვმა ნალექმა რიგი პრობლემები შექმნა 3 მუნიციპალიტეტში. წყალტუბოს, ხარაგაულისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში უხვმა ნალექმა დატბორა, როგორც საუბნო გზები ასევე საკარმიდამო ნაკვეთები.
