"შეზღუდვების მიუხედავად, ქუთაისი საინტერესო ტურისტულ მიმართულებად რჩება"- ზვიად შალამბერიძე
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის შეფასებით, 6-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ავიარეისების განახლება, მნიშვნელოვანია.
"ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დღეს ქუთაისის აეროპორტმა რეგულარული ავიარეისების მიღება განაახლა - დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩამოფრინდა, მათგან 96 საერთაშორისო ვიზიტორია, რაც პანდემიის პირობებში ეკონომიკური მდგომარეობას გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
რეკომენდაციების სრული დაცვით საწყის ეტაპზე რეგულარული რეისები კვირაში ერთხელ განხორციელდება, მაგრამ მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საჰაერო სივრცე ეტაპობრივად გაიხსნას ისე, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული.
ჩვენ კორონავირუსის პანდემიამდე ვიღებდით უამრავ ვიზიტორს და შეზღუდვების მიუხედავად, ქუთაისი საინტერესო ტურისტულ მიმართულებად რჩება. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ როგორც ადგილობრივების, ასევე ჩვენი სტუმრების უსაფრთხოებისთვის", - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
