ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სოფელ მოხისთან კაცს დაეჯახა
ქარელის რაიონის სოფელ მოხისთან, მატარებლის ლიანდაგზე გადასვლისას კაცს ქუთაისი-თბილისის მატარებელი დაეჯახა.
როგორც Imedinews-თან საუბრისას ადგილობრივმა ლევან ყაულაშვილმა აღნიშნა, კაცი ადგილზე დაიღუპა. მისივე განმარტებით, დაღუპული სოფელ მოხისის მკვიდრია. შემთხვევას ბაქანზე მყოფი ადამიანებიც შეესწრნენ.
მომხდარზე განცხადება საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა.
„დღეს დილით, დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე, გომი-აგარას გადასარბენზე მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რომელსაც ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ სამართალდამცავი ორგანოები. საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
მომხდარის გამო შეყოვნდება ბორჯომი-თბილისის (#685) მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რის გამოც საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბოდიშს უხდის“ -წერია განცხადებაში.
imedinews.ge
სიახლეები
- ბანერები წარწერით „იამაყე შენი ქვეყნით!“, „იამაყე ქართველობით!“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს
- "საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად" - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
- ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა
- "ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში მაისის ბოლოს" – ნათია თურნავა