ქუთაისის უნივერსიტეტი ჟან მონეს "ზაფხულის სკოლაში" მიღებას აცხადებს
ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის ზაფხულის სკოლაში - "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" მიღებას აცხადებს.
სესიები 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდება. (მის: ქუთაისი, წერეთლის ქ. N13). თითოეული სესიის ხანგრძლივობა 4 საათს შეადგენს.
ზაფხულის სკოლისთვის მონაწილეები კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქუთაისის უნივერსიტეტის, "ევროპის უნივერსიტეტის" და სხვა უნივერსიტეტების ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს, ასევე - საქართველოს ნებისმიერი სკოლის დამამთავრებელი კლასის (XI-XII) მოსწავლეებს.
ზაფხულის სკოლის მონაწილეებისთვის სესიებს ქუთაისის უნივერსიტეტის და შვედეთის გოტერბორგის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ.
ყველა მონაწილეს, რომელიც კურსს წარმატებით გაივლის და პროექტით გათვალისწინებულ პრეზენტაციებს მოამზადებს, სესიების დასრულების შემდეგ მოდულის გავლის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცემა.
ზაფხულის სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ მოდულით გათვალისწინებულ ახალი პროექტის მოზადებაში და წარადგინონ პროექტი შესაბამის ფონდებში, ასევე, ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს შეუძლია ჩაერთოს "ქუთაისის უნივერსიტეტის” ჟან მონეს აქტივობების სხვა ღონისძიებებში, შეხვდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში.
სარეგისტრაციო ლინკი: bit.ly/3MEXMF5
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 23 მაისი, 00:00 საათი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
