საგზაო დეპარტამენტი მიმდინარე წელს ქუთაისში 10 ცენტრალუი ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგზაო დეპარტამენტი მიმდინარე წელს, ქუთაისში 10 ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს.
"ასეთი მასშტაბური სამუშაოები ქუთაისში არასოდეს ჩატარებულა, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი თანაქალაქელებისთვის",- ამის შესახებ ტელეკომპანია "რიონის" პირდაპირ ეთერში გადაცემა "ობიექტურ აზრში" სტუმრობისას ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.
საგზაო დეპარტამენტი, ქუჩების რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 37 მლნ ლარს დახარჯავს.
ქუთაისის მერის განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება:
აღმაშენებლის გამზირის 3 კმ-იან მონაკვეთს,
წერეთლის ქუჩის 2.8 კმ-იან მონაკვეთს,
თავისუფლების ქუჩის 1.5 კმ-იან მონაკვეთს,
საიათნოვას ქუჩის 0.3 კმ-იან მონაკვეთს,
გუგუნავას ქუჩის 1.9 კმ-იან მონაკვეთს,
ჯავახიშვილის ქუჩის 1.415 კმ-იან მონაკვეთს,
ბუხაიძის ქუჩის 0.7 კმ-იან მონაკვეთს,
შარტავას ქუჩის 0. 308 კმ-იან მონაკვეთს,
ნინოშვილის ქუჩის 1.360 კმ-იან მონაკვეთს,
ნიკეას ქუჩის და სულხან საბას დამაკავშირებელ 2.741 კმ-იან მონაკვეთს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
