"ქუთაისში ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები ეტაპობრივად შეიცვლება"- გიორგი ჭიღვარია
ქალაქში ყველა კორპუსი შემოწმდება და შესაძლო საფრთხის შემცველი ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილების შეცვლა ეტაპობრივად დაიწყება, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.
ქუთაისის მერი სულხან-საბას #21ა კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
"აქ არის ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები, რომელიც 2003-2005 წლებშია შეყვანილი. აღნიშნული პრობლემა აღმოსაფხვრელია.
დღეს გავეცით დავალება და ქალაქის მასშტაბით ყველა კორპუსი შემოწმდება, შემდეგ ერთიან სიას გადავცემთ სოკარს.
ისინი ეტაპობრივად დაიწყებენ პოლიეთილენის მილების შეცვლას.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც სოკარის წარმომადგენლები ამბობენ, დღეს ის უსაფრთხოა, მომავალში შეიძლება პრობლემა შეუქმნას მოსახლეობას",- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
შეგახსენებთ, თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების შემდეგ მოსახლეობამ საფრთხის შემცველი პოლიეთილენის მილების შეცვლა მოითხოვა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
