ქუთაისში კიდევ ერთი ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა
ქუთაისში კიდევ ერთი ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა. ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შენებლობის პროცესებსა და მიღწეულ შედეგებზე, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაკეთდა. მხარეებმა განიხილეს ქუთაისის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის შედეგებიც. აღნიშნული კვლევის მიხედვით შეიქმნა ქუთაისში ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი. ამჟამად მიმდინარეობს ამ დოკუმენტის საჯარო განხილვები, რის შემდეგაც, უახლოეს პერიოდში, საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად.
„დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც გაფორმდა ქუთაისის მერიას, ახალგაზრდობის სააგენტოსა და კოლეჯ „იბერიას“ შორის. ჩვენ, მათთან თანამშრომლობით, ქალაქში ახალგაზრდული სივრცე გავხსენით. ქუთაისის მერია ყოველთვის მზადაა ახალგაზრდული პროგრამების და პროექტების მაქსიმალურად მხარდასაჭერად, რათა ჩვენი ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართულები ქალაქის ცხოვრებასა და განვითარების პროცესებში,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ახალგაზრდობის სააგენტომ ახალი სივრცისთვის, რომელიც კოლეჯ „იბერიაში" გაიხსნა, პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
