საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთავრობამ გაითვალისწინა ეკონომიკის ინტერესები, ხალხის სურვილი, ასევე ის, რომ ჩრდილი არ მიადგეს საარჩევნო პროცესს და ლოკდაუნი არ გამოაცხადა.
იმერეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი 782 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 4 ადამიანი.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 033 გამოვლინდა, აჭარაში – 411, იმერეთში – 782, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2 470 ადამიანი.
