საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2 470
საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2 470 ადამიანი.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 499-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 60 680 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 45 042 გამოჯანმრთელდა, 499 კი გარდაიცვალა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
