"უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა"
თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პტაქრიკულად არ არსებობს შანსი იმისა, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე კორონავირუსით დაინფიცირდეს.
„გავითვალისწინეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც არჩევნები ჩატარდა, შემუშავდა ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი საარჩევნო კომისიისთვის. პრაქტიკულად, დაცვის მხრივ იქ ისეთი სიტუაციაა შექმნილი როგორც საარჩევნო კომისისების წევრების, ასევე ამომრჩევლებისთვის, რომ თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა, რადგან იმის შანსი, რომ იქ ადამიანს ვირუსი გადაედოს, პრაქტიკულად არ არსებობს. ჯერ ერთი, დროც ცოტაა, ნიღბით არის ადამიანი, კალამი ერთჯერადი იქნება, ხელების დამუშავება და სხვა ყველაფერია გათვალისწინებული, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს ხმის მიცემის პროცედურა“, – განაცხადა იმნაძემ
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
