"უახლოესი 1 თვე ალბათ, იქნება ის პერიოდი, როცა ქვეყანაში „ომიკრონი" დაიწყებს ცირკულაციას"
საქართველო დედამიწაზეა და შესაბამისად რაც დედამიწაზეა, საქართველოში ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი 1 თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში "ომიკრონ" შტამი დაიწყებს ცირკულაციას, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების საკითხზე.
როგორც იმნაძე აღნიშნავს, კვლევების მიხედვით, Pfizer-ის "ბუსტერ" დოზებს, დაახლოებით 75%-იანი დამცველობითი უნარი გააჩნია, რაც მისი განცხადებით, საკმაოდ ეფექტურია "ომიკრონ" შტამთან მიმართებით, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არანაირი კვლევა არ არსებობს ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით.
"საქართველო დედამიწაზეა და შესაბამისად, რაც დედამიწაზეა, საქართველოშიც ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი 1 თვე ალბათ, იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ეს ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას. მანამდე, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად არის მეთვალყურეობა, როდის გამოჩნდება "ომიკრონი" ქვეყანაში, ჯერჯერობით არ გამოჩენილა. იყო რამოდენიმე საეჭვო შემთხვევა, რა თქმა უნდა, გამოკვლეულია ეს ყველა, ვნახოთ, ბოლო-ბოლო, რა თქმა უნდა, "ომიკრონი" გამოჩნდება.
ბოლო კვლევები გამოქვეყნდა გუშინ, ორი დოზა Astrazeneca-ს ვაქცინასა და 1 დოზა Pfizer-ს აქვს დაახლოებით 71%-იანი დამცველობითი უნარი, ხოლო 3-ჯერ Pfizer-ით აცრას-დაახლოებით 75%-იანი დამცველობითი უნარი გააჩნია. სამწუხაროდ, ჩინურ ვაქცინებზე არ არის ჯერ კვლევა გამოქვეყნებული, ამიტომ ზუსტ ციფრებს ვერ მოგახსენებთ, ანუ 3 აცრა პრინციპში "ომიკრონისაგანაც" იცავს საკმაოდ ეფექტურად. რეკომენდაციები რჩება იგივე. თუ გვინდა ინფიცირებისაგან თავის დაცვა, ეს არის პირველ რიგში პირბადე, თუ გვინდა დაავადებისაგან თავდაცვა, ეს არის ვაქცინაცია. ეს არის ორი ძირითადი, რაც უნდა იყოს დაცული", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
