"ძირითადი, რაც ჩვენს აბიტურიენტებს დისკომფორტს შეუქმნის, ალბათ, მაინც განიავების პრობლემები იქნება"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, გამოცდების დაწყებამდე და გამოცდებს შორის პერიოდში საგამოცდო ოთახებში კონდიციონერები ჩართული იქნება.
მისივე თქმით, უშუალოდ გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში კონფიციონერები გამორთული იქნება და განიავება ფანჯრების გაღებით მოხდება.
„ძირითადი, რაც დისკომფორტს შეუქმნის ჩვენს აბიტურიენტებს, ალბათ იქნება მაინც განიავების პრობლემები. რა თქმა უნდა, კონდიციონერები იმუშავებს იმ შენობებში გამოცდების დაწყებამდე, გამოცდებს შორის პერიოდში, მაგრამ თვითონ გამოცდის მიმდინარეობის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია, ანუ იქნება უზრუნველყოფილი განიავება მაქსიმალურად, მაგრამ სამწუხაროდ, კონდიციონერები ვერ იმუშავებს. თუ გამოცდის დაწყებამდე გამოჩნდა ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება”, - განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, გამოცდებზე აბიტურიენტებს შეეძლებათ, თავად მიიტანონ პირბადეები და კალმები, მაგრამ არქონის შემთხვევაში, მათ ადგილზე დახვდებათ. გარდა ამისა, მისივე თქმით, მაქსიმალურად აიკრძალება საგამოცდო ოთახებში სხვა ნივთების შეტანა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
