"ეს არის ნამდვილად უმაგრესი ამბავი" - გიორგი ფხაკაძე მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ წერს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიოგრი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კომპანია "მოდერნამ" ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო.
ფხაკაძის შეფასებით, ეს უდიდესი ამბავია.
"ეს პოსტი არ ეხება კოვიდ-19 ვაქცინას
მოდერნამ დაიწყო ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა
ეს არის ნამდვილად უმაგრესი ამბავი.
უდიდესი ამბავია, ბევრი კიდევ ვერ ხვდება, თუ რა ხდება დღეს მეცნიერებაში
კოვიდ-19 პანდემიამ ბევრი უბედურება მოუტანა კაცობრიობას, მაგრამ ასევე უდიდესი პროგრესი იქნა მიღწეული. ეს არის პოზიტიური პირველი მერცხალი …. და უფრო ბევრი საინტერესო რამ იქნება ახლო მომავალში. მე ვგულისხმობ თვეებს და წლებს და არა ათწლეულებს.
მეცნიერება, პროგრესი და საღი აზრი სულ ყოველთვის იმარჯვებს" - წერს ფხაკაძე.
სიახლეები
- 14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
- პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალი წარუდგინა
- “ბოლო სერიაში ევროკავშირის და გერმანიის ელჩები შეიძლება ვნახოთ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, რადგან აგენტურას სწორედ ისინი უდგანან სათავეში” - კახა კალაძე
- გურული ღვეზელი