"ძალიან სახიფათო გამოსვლა ქონდა ყოფილ-პრემიერს!", - ამის შესახებ საქართელოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის „ინდური შტამი“ უფრო იოლად აინფიცირებს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირებს, რამაც შესაძლოა, ასაკობრივი პროპორციების შეცვლა გამოიწვიოს.
პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა.
დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის! ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა.
დღეს, ქუთაისში ქალთა შრომით უფლებებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
რუსეთი, ახლო წარსულში, ჩვენთან და სომხეთთან დამაკავშირებელ, ჩვენს ტერიტორიაზე გამავალ გაზსადენს აფეთქებდა ( საკუთარ ტერიტორიაზე) და მაღალი ძაბვის ელექტროსადენების ანძებს- ჩვენს ტერიტორიაზე, რომ გავეყინეთ და ეკონომიკა ფეხზე ვერ წამომდგარიყო. ახლა არ აფეთქებს. როგორ ფიქრობთ, რატომ? - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 921 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 056 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 071 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.71 %.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე ესტონური მასმედია საბჭოთა პერიოდის ინფექციურ დაავადებებს იხსენებს და ცდილობს ახსნას ის გარემოება, თუ რატომ არ იყო (ან იყო და მალავდნენ) იმ დროს ეპიდემიები.
“შესაძლოა 26 მაისს დაგეგმილი მოსამართლეების კონფერენცია და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 ახალი მოსამართლე წევრის არჩევა საქართველოს ფინანსური დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდეს.
ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ («The New Yiork Times») სტატიით „ლუკაშენკო პუტინს რთულ მდგომარეობაში აყენებს“ (ავტორი - ანტონ ტროიანოვსკი) ბელორუსში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება (ევროპული სამგზავრო ავიალაინერის იძულებით დაშვების თაობაზე, ოპოზიციონერის დაკავების მიზნით) და წერს, რომ „ალექსანდრე ლუკაშენკო ასეთი მოქმედებით ვლადიმერ პუტინთან თავისი რთული დამოკიდებულების ახალი ფაზაზე გადავიდა“.
