პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშში მოხვდა.
2019 წლის მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, რკინიგზის გადასასვლელთან სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ქუთაისის მერიასთან ერთად, წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
თბილისის სასმელ წყალში პრობლემები წლების განმავლობაში რეგლამენტთან შეუსაბამობის კუთხით, არ დაფიქსირებულა, გამოწვევები რჩება რეგიონებში, სასოფლო ტიპის დასახლებებში, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანასების ახალ მოდელთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ არსებული მოდელი არაეფექტურია და სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, ახალ მოდელზე მუშაობს.
რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა რეგისტრაცია,
11 მარტს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, დავით კაკაბაძე, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი და მელიტონ ბალანჩივაძე ქუთაისში პარლამენტის დატოვებას მოითხოვენ. ამ შინაარსის პოსტერები დილით ქუთაისელებს ქალაქის ქუჩებში დახვდათ.
2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებზე ახალი რეგულაციები დაწესდება. ამის შესახებ „ბავშვის კოდექსშია“ აღნიშნული. რეგულაციების თანახმად, ექსკურსიებზე წასულ ჯგუფებს თან უნდა ახლდეს პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი, ღონისძიების გამართვის ადგილი, დრო და ხანგრძლივობა უნდა ეცნობოს პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს.
ამერიკულმა ვებ-გვერდმა The Top Tens-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმად მომხმარებლებს უნდა აერჩიათ უძველესი ცივილიზაციების საუკეთესო ათეული.