სექტემბერი 11 2024

დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა, იმიტომ, რომ პუტინის დღის წესრიგში არ არის მხოლოდ უკრაინა, - ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მეტოქესთან, „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.


სექტემბერი 11 2024

რომან გოცირიძე თვითონ რომ აღარც ლეღვის ფოთოლი და არაფერი აღარ არის, ცდილობს, ამ განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, რომლებმაც სტრატეგიული ამოცანის შესრულებაზე უნდა იზრუნონ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ევროოპტიმისტების” დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას, რომელიც მან “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულზე საუბრისას გააკეთა.


სექტემბერი 11 2024

ლამაზი ფასადური სახეები - ცნობილი და აღიარებული სპორტსმენები, საყვარელი ადამიანები, „ქართული ოცნების" პოლიტიკურად მახინჯ სხეულზე ლეღვის ფოთლის როლს შეასრულებენ - საქართველოს პარლამენტის ისტორიაში წარმატებული სპორტსმენი არავის უნახავს , - ასეთია "ევროოპტიმისტების" წევრის რომან გოცირიძის პოზიცია იმ ახალ სახეებთან დაკავშირებით, ვინც მმართველმა პარტიამ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში წარადგინა.


სექტემბერი 11 2024

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, კოჭი გადამიბრუნდა და ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი. ამიტომ, ბოლომდე ვერ შევძელი, რისი გაკეთებაც მინდოდა”, – ასე ეხმაურება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგაზე ალბანეთის დამარცხებას.


სექტემბერი 11 2024

ეს გუნდი მომდევნო ოთხი წელი ჩვენს ქვეყანას მოემსახურება და ქართულ ინტერესებს გაატარებს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის თემაზე კომენტირებისას.


სექტემბერი 11 2024

ქო­ბუ­ლე­თი-ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ჩაქ­ვის მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხდა – შე­დე­გად, დაშავებულია სამი ადა­მი­ა­ნი.


სექტემბერი 11 2024

ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, ჩართულები არიან პოლიტიკაში თავისი განცხადებებით, ქმედებებით, მოწოდებებით, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სადამკვირვებლო პროცესში.


სექტემბერი 11 2024

გელათის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი იზრდება.


სექტემბერი 11 2024

ირანი აცხადებს, რომ "სიმეტრიული და პროპორციული" პასუხით გამოვა - მას მერე, რაც ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ გააუქმეს თეირანთან საჰაერო მომსახურების შეთანხმებები და განაცხადეს, რომ სანქციებს დაუწესებენ მის ავიაკომპანიას, Iran Air-ს.


სექტემბერი 11 2024

,,ალბათ, ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლებს გაიტანო, ვერ დავიჯერებდი, პოზიციიდან გამომდინარე”, – ასე ეხმაურება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი ერთა ლიგაზე ალბანეთის დამარცხებას.


გვერდი 322 სულ 967
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.