ზარების მოლოდინის რეჟიმი გაიზარდა, 7-6 წუთზე ავიდა - 140-150 ოპერატორს კიდევ დავამატებთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 112-ში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც ესწრებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1984 წელს დაბადებული გ.მ. და 1966 წელს დაბადებული ს.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრ აცხადებენ, პაციენტის ცხედარი კლინიკასთან ახლოს ტყეში სამართალდამცველებმა იპოვეს.
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განცხადებით, სხდომაზე რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარუდგენიათ, რაც გადასინჯვის საფუძველი გახდებოდა. ამასტან, მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე.
გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში არსებულ გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გაეცნო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება.