"ქვეყანაში კრიმინალური სტატისტიკა შემცირებულია და დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა"
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალური სტატისტიკა შემცირებულია და დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა.
აღნიშნული კომენტარით ვახტანგ გომელაურმა უპასუხა კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე მკვლელობა, დაჭრა ცენტრალურ უბნებში, არის თუ არა გაზრდილი კრიმინალი?“.
„ამით გაიზარდა სტატისტიკა? თქვენ გვეუბნებით, რომ ჩვენ ვმალავთ? სტატისტიკა დაკლებულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად. ორი-სამი ფაქტი მოხდა, თუმცა ხომ იცით, რა არის მათემატიკა? თქვენ აპელირებთ, რომ მოხდა დანაშაული, მოხდა, ხვალაც მოხდება, ღმერთმა ქნას, არ მოხდეს, თუმცა სტატისტიკა არ გაზრდილა, დაკლებულია, ატყუებთ ხალხს. დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთო ქვეყანაა ჩვენს ახლო სამეზობლოშიც და არანაკლებ ევროპასთან მიმართებითაც“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს