საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე იქნება, რომ ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განიხილავენ.
გორის რაიონის სოფელ ქორდში შვილმა მამა მოკლა, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 23 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, იგი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.
ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულები - ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა უკვე გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში.
თბილისში, ბაგების სტუდქალაქში, მესამე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადავარდა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება, რომ გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის ცემის საქმეზე 6 პირი დააკავეს. ამასთან, შსს ოპოზიციისგან ხელშეშლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება „პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე“.
