შსს: ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში 52 კგ კოკაინია აღმოჩენილი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის მასშტაბით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენასა და რეალიზაციაზე. ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ.
შსს-ს ცნობით:
- აღმოჩენილია 52 კგ კოკაინი, რომელიც ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად იყო მოთავსებული და რომლის ეკვადორიდან საქართველოს გავლით გადატანა იგეგმებოდა ევროპაში;
- პოლიციამ იპოვა ინტერნეტმაღაზია, რომელიც „შავი ბაზრის“ 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა - დაკავებულია პირი, რომლის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 27 ათასი ცალი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ აბები და 10 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსს დანაშაულის გამოვლენის თარიღებზე არ ულაპარაკია, თუმცა, მისი სიტყვებით, „ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირია დაკავებული, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია.“
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. ნარკოდანაშაულისთვის 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
