„ტვ პირველის“ იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი, რომელიც დღეს დააკავეს, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი “შკოდას” მარკის 100 ახალი ავტომობილით განახლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე.