ვიდეომიმართვის გამო სუსმა ზვიად კუპრავა დააკავა
4 ოქტომბრის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, დღეს, 1 ოქტომბერს ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა დააკავეს - ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გამართა სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.
სუსში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც ამავდროულად არის თბილისის საკრებულოს წევრი, დააკავეს ვიდეომიმართვის გამო, რომელიც გუშინ, 30 სექტემბერს გამოაქვეყნა მან „ფეისბუკში“. მას ედავებიან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გაკეთებას.
„მან განათავსა ვიდეო, სადაც მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბერის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით არჩევნები „რუსულ სპეცოპეარაციად“, საარჩევნო უბანი - „სპეცოპერაციის პუნტქტად“, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება, „ივანიშვილად“ მოიხსენია, - რაც ბუნებრივია, ვერ გამორიცხავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრივობას“, - თქვა სუსის უფროსის მოადგილემ.
4 ოქტომბერს, როცა საქართველოში თვითმმართველობის არცევნები იმართება, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების „მშვიდობიანად დამხობას“ აპირებს - დაგეგმილია აქცია პარლამენტის შენობასთანაც.
ზვიად კუპრავამდე, 11 სექტემბერს ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც. მასაც ედავებიან საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებს, რომელშიც ის „ხელისუფლების მშვიდობიან დამხობაზე“ საუბრობდა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
