February 5, 2026

დეკემბერი 03 2024 წაკითხვა 311 ჯერ

საქართველოს პროკურატურამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

დეკემბერი 02 2024 წაკითხვა 352 ჯერ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაათავისუფლოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დეკემბერი 01 2024 წაკითხვა 285 ჯერ

28 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე შემოვიდა 200-ზე მეტი პირისდაკავების შესახებ ინფორმაცია - დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

დეკემბერი 01 2024 წაკითხვა 340 ჯერ

მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

ნოემბერი 29 2024 წაკითხვა 364 ჯერ

29 ნოემბერს, სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში აგრძელებდნენ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეების მონახულებას. აპარატმა სულ 40 პირი მოინახულა და მათგან 11 პირის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უკვე მიაწოდა, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

ნოემბერი 29 2024 წაკითხვა 502 ჯერ

აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით ისვრიან გაურკვეველ საგნებს, დაშავებულია ერთი პოლიციელი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

გვერდი 33 სულ 95
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.